2 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები - 2 ოქტომბერში 2009 - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 2 » 2 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები
2 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები
20:20

1) ვიტესი - სპარტა 1 (0)

"ვიტესის" ფეხბურთელებს დღევანდელ მეტოქესთან 1993 წლიდან მოყოლებული არ წაუგია და როტერდამელებთან თამაშებში წარმატებული შედეგების ტრადიცია არც დღეს მგონია დაირღვეს. მითუმეტეს რომ არმენის ფეხბურთელებმა შინ ბოლო ჩატარებულ მატჩში გაიმარჯვეს და მოგების გემო გაიხსენეს. პირადად მე ამ მატჩში ერთიანს ველოდები მაგრამ ფრეზე გაყრას წყალი არ უნდა გაუვიდეს არცერთ ვარიანტში.

2) ბევერენი - ანტვერპენი 1 / 2

ამ გუნდებს ჩატარებული 17 შეხვედრიდან ერთადერთში აქვთ ფრე ნათამაშები. ძირითადად კი რომელიმე გუნდი ახერხებს მეტოქის დამარცხებას. ვფიქრობ იმ მოთამაშეებისათვის ვინც ორშედეგიანი ბილეთებით თამაშობს ეს შეხვედრა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

3) ჰელმონდი - ომნივორლდი 1

ვინც ჰოლანდიის მეორე ლიგაზე თამაშობს ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ ყველაზე ორიგინალური სქემის მქონე ჩემპიონატია. ტურნირი 6 ტურიან პერიოდებად არის დაყოფილი, რომლის გამარჯვებულებიც სეზონის ბოლოს პლეიოფში იბევებენ ადგილს (ჯამში ჩემპიონატის პირველ ადგილზე დამამთავრებელ გუნდთან ერთად). "ჰელმონდს" მეორე პერიოდის სამ მატჩში ორი მოგება და ერთი ფრე აქვს, რაც რეალურ შანსს უნარჩუნებს ამ ეტაპის მოგების. ამას თუ იმასაც დავაყოლებთ რომ "ომნივორლდი" საკმაოდ სუსტი გუნდია, რომელიც დღევანდელ მასპინძლებს ურთიერთშეხვედრებში აშკარად ჰყავთ დაჩაგრული, წესით ეს თამაში ერთიანს არ უნდა გაექცეს.

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 278 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: