ორშაბათი, 06.09.2010, 09:48
Hello სტუმარი | RSS | Registration | Enter
30 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები | 19:50 |
1) ბაიერნი - იუვენტუსი 1 x დღის ცენტრალურ მატჩში მეტად დაძაბული ორთაბრძოლაა მოსალოდნელი. მიუნჰენის "ბაიერნი" სახლში ტრადიციულად ძლიერად თამაშობს და ვფიქრობ არც ამჯერად ექნებათ მოწყენის მიზეზი. გასვლაზე "მაკაბის" განადგურების შემდეგ ბავარიელებისთვის ამ მატჩში ფრეც აძლევთ ხელს, რაც სავსებით ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია. როგორი სახიფათოა "მიუნჰენური გიგანტის" ფლანგები ეს ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ. ტურინელების ერთადერთი კოზირი თამაშის მოედნის ცენტრალურ ნაწილში გადატანა და ცენტრის გამაგრება შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სისოკოსა და ტიაგოს ტრამვების პირობებში არც ეს უნდა იყოს მარტივი ამოცანა. ამას დავუმატოთ "ბიანკონერის" ცენტრალური მცველის ფაბიო კანავაროს არ ყოფნაც და მივხვდებით რომ ფრე იტალიელებისათვის საკმაოდ დიდ მიღწევად უნდა შეფასდეს. 2) ბორდო - მაკაბი 1 საფრანგეთის ჩემპიონები "იუვესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ფრთაშესხმულნი არიან და სავარაუდოდ გამოუცდელ "მაკაბის" ერთ ამოსუნთქვაზე მოუგებენ. აღსანიშნავია ამ სეზონში "ბორდოს" დაცვის ხაზის დიდებული თამაში. მათ ჩემპიონატის საწყისი ტურებიდან ხუთ მატჩში მშრალად მოახერხეს კარის შენახვა და არ გამიკვირდება დღესაც რომ ეს გმირობა ჩაიდინონ. 3) აპოელი - ჩელსი 2 ინგლისის პრემიერლიგაში წაგებით გამწარებული "ჩელსის" ფეხბურთელები დღეს ალბათ კუნძულზე გაივარჯიშებენ. "არისტოკრატებს" "ლივერპულთან" თამაშის წინ ნამდვილად სჭირდებათ ხასიათის გამოსწორება და ამისათვის "აპოელთან" თამაშზე კარგი შანსი ჩემპიონთა ლიგაში არ არსებობს მგონი :) | |
| კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 228 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 5.0/1 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |