მთავარი » პროგნოზების არქივი
« 1 2 3 4 5 ... 21 22 »

დღეს 1 ოქტომბერს იხსნება პროგნოზისტთა ლიგის ოქტომბრის სეზონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველა მსურველს მიუხედავად იმისა ითამაშა თუ არა პროგნოზისტთა ლიგის წინა სეზონებში. ოქტომბრის სეზონის შედეგად გამოვლენილი 16 საუკეთესო პროგნოზისტი მიიღებს ნოემბერში გასამართი ”პროგნოზისტთა თასის” საგზურს. მონაწილეთა შორის საუკეთესო კი მიიღებს ჩემპიონის ტიტულს და საიტის ექსპერტის სტატუსს!

გელოდებით ყველას ჩვენი საიტის ფორუმზე!

გაიმარჯვეთ თქვენს ფსონთან ერთად!

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 247 | დაამატა: Bennington | თარიღი: 01.10.2009 | კომენტარი (0)

1) ბაიერნი - იუვენტუსი 1 x

დღის ცენტრალურ მატჩში მეტად დაძაბული ორთაბრძოლაა მოსალოდნელი. მიუნჰენის "ბაიერნი" სახლში ტრადიციულად ძლიერად თამაშობს და ვფიქრობ არც ამჯერად ექნებათ მოწყენის მიზეზი. გასვლაზე "მაკაბის" განადგურების შემდეგ ბავარიელებისთვის ამ მატჩში ფრეც აძლევთ ხელს, რაც სავსებით ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია. როგორი სახიფათოა "მიუნჰენური გიგანტის" ფლანგები ეს ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ. ტურინელების ერთადერთი კოზირი თამაშის მოედნის ცენტრალურ ნაწილში გადატანა და ცენტრის გამაგრება შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სისოკოსა და ტიაგოს ტრამვების პირობებში არც ეს უნდა იყოს მარტივი ამოცანა. ამას დავუმატოთ "ბიანკონერის" ცენტრალური მცველის ფაბიო კანავაროს არ ყოფნაც და მივხვდებით რომ ფრე იტალიელებისათვის საკმაოდ დიდ მიღწევად უნდა შეფასდეს.

2) ბორდო - მაკაბი 1

საფრანგეთის ჩემპიონები "იუვესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ფრთაშესხმულნი არიან და სავარაუდოდ გამოუცდელ "მაკაბის" ერთ ამოსუნთქვაზე მოუგებენ. აღსან... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 230 | დაამატა: Bennington | თარიღი: 30.09.2009 | კომენტარი (0)

1) ბარსელონა - დინამო კიევი 1

მართალია ხოსეპ გვარდიოლამ საკმაოდ ბევრი ისაუბრა კიევის ”დინამოს” გამართულ ფეხბურთზე და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებზე, მაგრამ რა დასამალია რომ გუნდებს შორის იმხელა სხვაობაა კიეველთა ლიდერები კატალონიური გუნდის სათადარიგოთა სკამზე თუ მოხვდებოდნენ. ”ინტერთან” გასვლაზე კარგი თამაშის მიუხედავად დაფიქსირებული ფრის შემდეგ ”ბარსა” ალბათ მთელ ჯავრს უკრაინულ კლუბზე იყრის და თუ პირველ ოც წუთში გოლის გატანას მოახერხებს ჰანდიკაპით მოგებაც ალალი იქნება მათზე. მილიტოს და კრკიჩის ტრამვები დიდი ვერაფერი დანაკლისია ”ასულგრანასთვის”, თუმცა ტიერი ანრის არ ყოფნა კი შესაძლოა ნამდვილად დააკლდეს გუნდს.

2) სამხრეთ კორეა (U20) - გერმანია (U20) 2

გერმანელებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი წინა ტურში აშშ-ს არცთუ სუსტი გუნდის განადგურების შედეგად კიდევ უფრო გაიმყარეს. ევროპელებს მითუმეტეს არ უნდა გაუჭირდეთ კორეელების დამარცხება, რომლებმაც თავის მხრიც კამერუნს ვერ გაუწიეს ვერანაირი წინააღმდე... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 243 | დაამატა: Bennington | თარიღი: 29.09.2009 | კომენტარი (0)

1) ნიგერია (U20) - ესპანეთი (U20) 2

ეგვიპტეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა 20 წლამდე ნაკრებებს შორის პირველი ტური უკვე მოილია და გუნდები უკვე მეორე მატჩებს მართავენ. შესაბამისად გუნდების ძალა მეტნაკლებად გამოკვეთილია და გარკვეული პროგნოზების გაკეთების საფუძველი უკვე არსებობს. ესპანეთი ყოველთვის დომინირებდა ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე და მიუხედავად იმისა რომ ტურნირზე მათ ბოიან კრკიჩი ვერ ეხმარებათ, ისედაც არ ეთქმის ამ გუნდს საშუალო სიძლიერის. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები თავის ასაკში ნამდვილი გრანდი და ამ ტურნირის ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტია. არც ნიგერიას აკლდა არასდროს ნიჭიერი და ტექნიკური ახალგაზრდები, მაგრამ ნიგერიულ ფეხბურთში რომ ყველაფერი წესრიგში არ არის ვენესუელასთან პირველ ტურში წაგებული მატჩიც მოწმობს. მოკლედ ეს თამაში ”ორიანში” მგონია და ფრეზე გაყრით თუ აიღებთ ხო საერთოდ წყალი აღარ უნდა გაუვიდეს.

2) იტალია (U20) - ტრინიდადი და ტობაგო (U20) 1

”სკუადრა აძურა” როგორც ყოველთვის მძიმედ შედის ტურ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 255 | დაამატა: Bennington | თარიღი: 28.09.2009 | კომენტარი (0)

1. ინგლისის პრემიერლიგა. სანდერლენდი - ვულვერენჰემპტონი 1

"სანდერლენდი" პირადად მე საკმაოდ სიმპატიურ გუნდად მეჩვენება წელს, დარენ ბენტი კი ბევრი გუნდის დაცვისათვის შეუჩერებელია. რაც შეეხება "მგლებს" ჩემი აზრით ამ სეზონში დაბრუნდებიან იქ საიდანაც მოვიდნენ და არ იქნება გასაკვირი "სანდერლენდმაც" დღეს მეტოქე "ტყეში" რო გაუშვას :D გუშინ პრემიერლიგაში ფრე არ დაფიქსირებულა და თუ მაინცდამაინც შეგიძლიათ ფრეზე დააზღვიოთ ეს თამაში.

2. იტალიის სერია "ა". იუვენტუსი - ბოლონია 1

"იუვემ" რაც მისთვის ყველაზე დამახასიათებელია მეხუთე ტურში ვერ მოიგო და მსაჯებზე განაწყენებული "სინიორა" ალბათ ჯავრს ზუსტად "ბოლონიაზე" იყრის. აქ ერთადერთი ფრთხილად ყოფნას იმიტომ ვურჩევ ტოტალიზატორის მოყვარულებს რომ "მილანმა" ამ წრეში უკვე მოუგო "ბოლონიას" და ჩემი პირადი დაკვირვებით და გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ "თავის" გუნდებს სამივე გრანდი ერთ წრეში თითქმის არასდროს არ უგებს. მოკლედ ეს თამაში კი ჩანს "ერთიანში", მაგრამ ჩემ ბილეთში ნამდვილად არ ჩავწერ.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 177 | დაამატა: Bennington | თარიღი: 27.09.2009 | კომენტარი (0)