29 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები - 29 სექტემბერში 2009 - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 29 » 29 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
29 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
14:01

1) ბარსელონა - დინამო კიევი 1

მართალია ხოსეპ გვარდიოლამ საკმაოდ ბევრი ისაუბრა კიევის ”დინამოს” გამართულ ფეხბურთზე და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებზე, მაგრამ რა დასამალია რომ გუნდებს შორის იმხელა სხვაობაა კიეველთა ლიდერები კატალონიური გუნდის სათადარიგოთა სკამზე თუ მოხვდებოდნენ. ”ინტერთან” გასვლაზე კარგი თამაშის მიუხედავად დაფიქსირებული ფრის შემდეგ ”ბარსა” ალბათ მთელ ჯავრს უკრაინულ კლუბზე იყრის და თუ პირველ ოც წუთში გოლის გატანას მოახერხებს ჰანდიკაპით მოგებაც ალალი იქნება მათზე. მილიტოს და კრკიჩის ტრამვები დიდი ვერაფერი დანაკლისია ”ასულგრანასთვის”, თუმცა ტიერი ანრის არ ყოფნა კი შესაძლოა ნამდვილად დააკლდეს გუნდს.

2) სამხრეთ კორეა (U20) - გერმანია (U20) 2

გერმანელებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი წინა ტურში აშშ-ს არცთუ სუსტი გუნდის განადგურების შედეგად კიდევ უფრო გაიმყარეს. ევროპელებს მითუმეტეს არ უნდა გაუჭირდეთ კორეელების დამარცხება, რომლებმაც თავის მხრიც კამერუნს ვერ გაუწიეს ვერანაირი წინააღმდეგობა. მეტი ექსტრიმის მოყვარულებს კი ეს თამაში შეგიძლიათ ჰანდიკაპით აიღოთ.

3) ჰეკენი - იორგრიტე x2

შვედეთის ჩემპიონატი სულ უფრო უახლოვდება თავის დასასრულს. დღეს გამოტანილი ორი შეხვედრის გარდა სკანდინავიის ამ ქვეყანაში კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი. ვფიქრობ ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს და თანაც იმედია გარკვეულ ლოგიკასაც დაექვემდებარება. მაშ ასე ლოგიკა შემდეგშია: ორივე გუნდი გიოტებორგის წარმომადგენელია და როგორც მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან ჩანს ხშირად იყოფენ ქულებს, ანუ გარკვეულწილად ეხმარებიან ერთმანეთს. ფაქტობრივად არცერთ სეზონში არ ყოფილა შემთხვევა რომ ”ჰეკენს” ორივე თამაში მოეგოს დღევანდელი მეტოქისათვის. პირველ წრეში კი დღევანდელმა მასპინძლებმა 0:1 მოუგეს ”იორგრიტეს”. გარდა ამისა ”ჰეკენი” ამ სეზონში ვეღარც წინ წავა და გასავარდნ ზონასთანაც გვარიანად არის დაშორებული. იორგირტე კი ბოლო ადგილზე იმყოფება და დღეს მოგების შემთხვევაში ორი ადგილით ზემოთაც აინაცვლებს და პლეიაუთის ზონაში აღმოჩნდება. მოკლედ არ მგონია ”ჰეკენმა” თანაქალაქელი გაწიროს და უქულოდ დატოვოს. დანარჩენი კი დღეს საღამოს გამოჩნდება. 

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 243 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: