28 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები - 28 სექტემბერში 2009 - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 28 » 28 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
28 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
15:15

1) ნიგერია (U20) - ესპანეთი (U20) 2

ეგვიპტეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა 20 წლამდე ნაკრებებს შორის პირველი ტური უკვე მოილია და გუნდები უკვე მეორე მატჩებს მართავენ. შესაბამისად გუნდების ძალა მეტნაკლებად გამოკვეთილია და გარკვეული პროგნოზების გაკეთების საფუძველი უკვე არსებობს. ესპანეთი ყოველთვის დომინირებდა ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე და მიუხედავად იმისა რომ ტურნირზე მათ ბოიან კრკიჩი ვერ ეხმარებათ, ისედაც არ ეთქმის ამ გუნდს საშუალო სიძლიერის. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები თავის ასაკში ნამდვილი გრანდი და ამ ტურნირის ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტია. არც ნიგერიას აკლდა არასდროს ნიჭიერი და ტექნიკური ახალგაზრდები, მაგრამ ნიგერიულ ფეხბურთში რომ ყველაფერი წესრიგში არ არის ვენესუელასთან პირველ ტურში წაგებული მატჩიც მოწმობს. მოკლედ ეს თამაში ”ორიანში” მგონია და ფრეზე გაყრით თუ აიღებთ ხო საერთოდ წყალი აღარ უნდა გაუვიდეს.

2) იტალია (U20) - ტრინიდადი და ტობაგო (U20) 1

”სკუადრა აძურა” როგორც ყოველთვის მძიმედ შედის ტურნირში და პირველ ტურში პარაგვაის ძლიერ გუნდთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ ჯგუფის აუტსაიდერ ტრინიდადის ნაკრებს მაქსიმალურად დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს იმიტომ რომ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა შესაძლოა ყოველ გატანილ გოლზე გახდეს დამოკიდებული. ჩემი პროგნოზია იტალიის ”ერთიანი” და სავარაუდოდ ”ჰანდიკაპით”.

3) ტაიტი (U20) - ვენესუელა (U20) 2 ჰანდიკაპით

სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ამ ტურნირის შესარჩევი ეტაპი რა სისტემით ჩატარდა და რა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ტაიტის ნაკრების მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ფაქტია. პირველი თამაში მათ უკვე წააგეს 0:8 ესპანეთთან და არ მგონია ვენესუელამ ბევრად ნაკლები დღე აყაროს. სამხრეთ ამერიკელებს არნახული შანსი აქვთ გავიდნენ ჯგუფიდან და ტაიტისთან მოგებითვე უნდა შეასრულონ დაკისრებული მისია.

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 254 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: