27 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები - 27 სექტემბერში 2009 - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 27 » 27 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
27 სექტემბერი. რეკომენდირებული თამაშები
15:07

1. ინგლისის პრემიერლიგა. სანდერლენდი - ვულვერენჰემპტონი 1

"სანდერლენდი" პირადად მე საკმაოდ სიმპატიურ გუნდად მეჩვენება წელს, დარენ ბენტი კი ბევრი გუნდის დაცვისათვის შეუჩერებელია. რაც შეეხება "მგლებს" ჩემი აზრით ამ სეზონში დაბრუნდებიან იქ საიდანაც მოვიდნენ და არ იქნება გასაკვირი "სანდერლენდმაც" დღეს მეტოქე "ტყეში" რო გაუშვას :D გუშინ პრემიერლიგაში ფრე არ დაფიქსირებულა და თუ მაინცდამაინც შეგიძლიათ ფრეზე დააზღვიოთ ეს თამაში.

2. იტალიის სერია "ა". იუვენტუსი - ბოლონია 1

"იუვემ" რაც მისთვის ყველაზე დამახასიათებელია მეხუთე ტურში ვერ მოიგო და მსაჯებზე განაწყენებული "სინიორა" ალბათ ჯავრს ზუსტად "ბოლონიაზე" იყრის. აქ ერთადერთი ფრთხილად ყოფნას იმიტომ ვურჩევ ტოტალიზატორის მოყვარულებს რომ "მილანმა" ამ წრეში უკვე მოუგო "ბოლონიას" და ჩემი პირადი დაკვირვებით და გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ "თავის" გუნდებს სამივე გრანდი ერთ წრეში თითქმის არასდროს არ უგებს. მოკლედ ეს თამაში კი ჩანს "ერთიანში", მაგრამ ჩემ ბილეთში ნამდვილად არ ჩავწერ.

3. ესპანეთის პრიმერადივიზიონი. მალიორკა - ვალიადოლიდი 1

"მალიორკა" წელს საკმაოდ კარგი გუნდია. ამაში მათ ხელი შეუწყო ახალმა მეპატრონემ, რომელიც ფულს არ იშურებს გუნდისათვის. ეგეც რომ არ იყოს "ბალეარები" დღევანდელ მეტოქეს სახლის მატჩებში ყოველთვის უგებენ და ჩემის აზრით მითუმეტეს ახლა არ უნდა ჰქონდეს გამონაკლის შემთხვევას ადგილი. თანაც გასვლაზე ორი წაუგებელი მატჩის შემდეგ ალბათ დროა "ვალიადოლიდმა" სტუმრად 0 ქულის "მოპოვების" გემო გაიხსენოს.

4. ჰოლანდიის ერედივიზიონი. სპარტა - ჰერენვენი 2,5 მეტი

"ჰერენვენს" ერედივიზიონში საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს, რაც ევროტურნირებზე გამოსვლას შეიძლება დავაბრალოთ. 7 თამაშში 2 ქულა ასეთი დონის გუნდისთვის მართლაც სავალალო შედეგია. ამის გარდა "ზოლიანებს" ზედიზედ 4 თამაშია გოლი არ გაუტანიათ და ვფიქრობ როტერდამში ორი თუ არა ერთი გოლით მაინც "ასიამოვნებენ" მეტოქეს. თანაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ 8 თამაშიდან 6 "წავიდა მეტობაში". ასე რომ დროა "ჰერემ" მეტოქის ბადე გვარიანად შეაწუხოს.

5. ბელგიის პრო ლიგა. ანდერლეხტი - ბეერსხოტი 1

ეს თამაში დიდ ახსნას არ საჭიროებს. მცირე ჩავარდნის შემდეგ დედაქალაქელები ლიდერებში გაერივნენ და პოზიციები კიდევ უფრო უნდა გაიმყარონ. "ბეერსხოტი" კი ის გუნდია "ანდერლეხტის" ფეხბურთელებს ბოლო არაერთი წელია დაბრიყვებულები რომ ჰყავთ სახლში.

6. ავსტრიის ბუნდესლიგა. რიდი - ლინცერი 1 (0)

კარგი სტარტის შემდეგ "რიდის" ფეხბურთელებს არცთუ მცირე ჩავარდნა ჰქონდათ. ნავსი კი ჩემი აზრით ზუსტად იმ გუნდთან უნდა გატეხონ ვისთან თამაშიც ტრადიციულად კარგად გამოსდით. წლებია დღევანდელ მასპინძლებს "ლინცერთან" არ წაუგიათ და დღესაც გამოვრიცხავდი ამ შედეგს.

7. რუსეთს პრემიერლიგა. სპარტაკი - ტომი 1

აქაც ბევრი არაფერია ასახსნელი, თუ რუსეთის სიამაყე გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა ესეთი შანსი აღარ ექნება ამ ჩემპიონატში. "რუბინმა" ქულები დაკარგა და მოსკოველებს შანსი აქვთ ლიდერთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირონ.

გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 177 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: