პარასკევი, 10.09.2010, 23:54
Hello სტუმარი | RSS | Registration | Enter
25 September. Recommended Games | 14:42 |
1. Czech Republic - 2. Liga. Dukla Praha vs. Vítkovice 1 ნამდვილად არ ვიცი ქრთული ტოტალიზატორები იღებენ თუ არა კოეფიციენტებს ჩეხეთის მეორე ლიგაზე, მაგრამ პირადად მე უეჭველად ჩავწერ დღეს ჩემ ერთ-ერთ ბილეთში ამ თამაშს. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები სულ ოთხ თამაშს მოიცავს და ოთხივეში გამარჯვება დღევანდელ მასპინძლებს დარჩათ. თუ გავითვალისწინებთ რომ ”ვიტკოვიცე” წელს გაცილებით სუსტია, ვიდრე შარშან, ”დუკლას” კი დიდი დანაკლისი არ ჰქონია წინა სეზონის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ რომ ტრადიცია დღესაც გაგრძელდება. 2. Hungary - NB I. Kaposvári Rákóczi vs. Debreceni VSC 2 (0) ”დებრეცენი” რომ საკმაოდ სერიოზული გუნდია ამას ევროტურნირებზე ჩვენი თვალით ვხედავთ. რა გასაკვირია რომ უნგრეთის ჩემპიონატში მასზე ხშირად გავაკეთოთ ფსონები მითუმეტეს რომ ”კაპოშვარს” არც სახლში და მითუმეტეს გასვლაზე არ მოუგია ტიტულოვან მეტოქესთან. თუმცა ჩემი რჩევა იქნება თამაში მაინც ფრეზე დააზღვიოთ, იმიტომ რომ უნგრეთის ჩემპიონობა ”დებრეცენს” მაინც არ გაუჭირდება და ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ ადვილი შესაძლებელია მეტოქეს დიდად არ შეაკლან თავი. 3. Ireland Republic - Division 1. Mervue United vs. Shelbourne 2 ირლანდიის პირველ ლიგაში საკმაოდ მძაფრი ბრძოლაა ოთხ გუნდს შორის პრემიერლიგაში გადამსვლელი ერთი ადგილისათვის. ამ ოთხიდან ერთ-ერთი სწორედ ”შელბურნია”. ამ ოთხიდან რა თქმა უნდა არცერთს არ სურს პლეიოფში მოხვედრა და შემდეგ უმაღლესლიგელებთან ბრძოლა პრემიერლიგის საგზურისათვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ ”შელბურნმა” ასეთ სუსტ მეტოქესთან არ უნდა მისცეს თავს ქულების დაკარგვის უფლება. ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა ”შელბურნმა” სახლში ჩაატარა და მეტოქე 7:0 გაანადგურა. არ მგონია ასეთი ანგარიშის შემდეგ გასვლაზე ერთი ბურთით მაინც რომ ვერ მოიგოს ფავორიტმა. მითუმეტეს რომ ბოლოსწინა ადგილის მიუხედავად ”მერვ იუნაიტედს” უსუსტეს ბოლოადგილოსან ”კილდერ ქაუნთის” ხელში გავარდნა ნამდვილად არ ემუქრება. | |
| კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 263 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |