25 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები - 25 ოქტომბერში 2009 - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 25 » 25 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები
25 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები
10:39

1) ლანსი - ტულუზა 1x

საფრანგეთის ლა ლიგაში წელს დაბრუნებული "ლანსი" საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში ტრადიციულად დამაჯერებლად გამოიყურება. ამ სეზონში შინ ჩატარებული ოთხი თამაშიდან მასპინძლებმა მხოლოდ "ლიონთან" წააგეს და საკმაოდ ძლიერ გუნდებს კი იქით აართვეს ქულები. ამას გარდა "ლანსი" ტრადიციულად ძლიერად ეთამაშება "ტულუზას" როგორც სახლის, ისე გასვლით თამაშებში და ჩემის აზრით საკუთარ კედლებში უქულოდ ნამდვილად არ დარჩებიან.

2) ფიორენტინა - ნაპოლი 1

"ფიორენტინამ" აშკარად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, როგორც სერია "ა"-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში და დღევანდელ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ნეაპოლურ კლუბში კი საკმაოდ სერიოზული არეულობებია სეზონის სტარტიდან მოყოლებული და ფლორენციელ თავდამსხმელებთან გამკლავების ნაკლები შანსი გააჩნიათ.

3) სიენა - იუვენტუსი 2

"ბებერი სინიორას" ფეხბურთელებმა სერია "ა"-ში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ალბათ სწორედ დღეს უნდა შეწყვიტონ. სიენაში გამარჯვება "ბიანკონერისთვის" არასდროს არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას და დღესაც "იუვესგან" მოგებას უნდა ველოდოთ.

4) რასინგი - ოსასუნა 1 ფრეზე გაყრით

"რასინგს" საკმაოდ მძიმე კალენდარის გამო სახლში ჩატარებულ სამ მატჩში სამივე წაგება დაუგროვდა. "ოსასუნა" კი ის გუნდია, რომელთანაც მასპინძლები ტრადიციულად აგროვებენ ქულებს და პამპლონელებს ვფიქრობ არც დღეს ელით კარგი დღე.

5) ალმერია - ვალენსია 2 ფრეზე გაყრით

"ვალენსია" თუ ისევე ითამაშებს დღევანდელ მატჩში, როგორც ევროპის ლიგაზე "სლავიასთან" ჩაატარა მეორე ნახევარი "ღამურებს" სამი ქულა გარანტირებული ექნებათ. ამას გარდა როგორც მოგეხსენებათ ორივე ერთი რეგიონის გუნდები არიან და მატჩის პრინციპულობას ეს ფაქტიც გაზრდის.

6) პორტო - აკადემიკა 1

"პორტო" საწყისი ტურების შემდეგ ლიდერს ექვსი ქულით ჩამორჩა, თუმცა "ბრაგასგან" განსხვავებით ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და "ბრაგას" გუშინდელი წაფორხილებით უბრალოდ ვალდებულნი არიან ისარგებლონ.

7) არისი - აეკ x2

"არისს" წელს სახლში ჩატარებულ სამ თამაშში სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა აღსანიშნავია რომ არცერთ ლიდერს ჯერჯერობით არ შეხვედრია. ვფიქრობ მასპინძლები პირველივე გამოცდას ვერ ჩააბარებენ და როგორც მინიმუმ ქულებს გაუყოფენ "აეკ"-ის ფეხბურთელებს.

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 200 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: