ორშაბათი, 06.09.2010, 10:11
Hello სტუმარი | RSS | Registration | Enter
24 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები | 12:30 |
1) ჩელსი - ბლექბერნი 1 "ჩელსის" ფეხბურთელებმა პრემიერლიგის ბოლო ტურებში ქულების უხვად ჩამორიგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "ატლეტიკო" გაანადგურეს და დღევანდელ მატჩს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან. "როვერსს" კი "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ყოველთვის უჭირდა და ალბათ წელს როდესაც ეს გუნდი უფრო მეტად დასუსტებულია შანსი არ უნდა ჰქონდეს "არისტოკრატებთან". 2) ლანელი - ქერსიუსი 1 "ლანელი" უკვე გამოჩნდა რომ წელსაც უელსის ჩემპიონობისათვის აპირებს ბრძოლას და სახლში დღევანდელი მეტოქის დონის გუნდებთან ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ. "ქერსიუსს" წელს გასვლაზე მოგება არ აქვს და საეჭვოა ვიცე-ჩემპიონებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ. 3) ჰამილტონი - სელტიკი 2 "სელტიკმა" ბოლო ორ ტურში ხუთი ქულა დაკარგა და ეს ცუდი ტრადიცია ჩემის აზრით სწორედ დღეს უნდა დაარღვიონ. გასულ სეზონშიც "ზოლიანებმა" "ჰამილტონს" სამივე შეხვედრა მოუგეს და ალბათ დღეს ზედიზედ მეოთხე შეხვედრას ჩაიწერენ აქტივში. 4) სენტ ეტიენი - ვალანსიენი 1 "სენტ ეტიენი" სახლში ტრადიციულად უგებს "ვალანსიენს" და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ეს გუნდები სამ-სამ ქულას "ცვლიან". ამას გარდა დღევანდელი მასპინძლები სათამაშო დონითაც აშკარად ჯობნიან "ვალანსიენს". 5) ინტერი - კატანია 1 "ინტერი" "კატანიას" ტრადიციულად უგებს და დღესაც მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხოს. 6) რიუ ავე - ბრაგა 2 ფრეზე გაყრით "ბრაგა" პორტუგალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში ნამდვილ ფურორს ახდენს. პირველი შვიდი ტურის მომგები გუნდი ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი გახდა და "რიუ ავესთან" როგორც მინიმუმ არ უნდა წააგონ. 7) ლეგია - კორონა 1 "ლეგიამ" ბოლო ტურები თავისთვის ჩვეულ დონეზე ვერ ჩაატარა და სახლში "კორონა" ალბათ ზუსტად ის გუნდია ვისთანაც სამი ქულის წყნარად აღება უნდა შეძლონ. | |
| კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 211 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 5.0/1 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |