"ჰართსი" შოტლანდიურ პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზე რომ არის ამან არ უნდა გვაფიქრებინოს რომ "გულები" დასუსტებულები არიან ამ სეზონში. უბრალოდ გუნდს საკმაოდ მძიმე კალენდარი ჰქონდა საწყის ტურებში სადაც მათ უკვე "მოიცილეს" შოტლანდიური ფეხბურთის ფლაგმანებთან "გლაზგოსა" და "სელტიკთან" თამაშები და "დანდი იუნაიტედთან" მძიმე გასვლითი მატჩი. მეორეხარისხოვან გუნდებთან კი "ჰართსს" ამ სეზონში არ წაუგია და ვფიქრობ ხვალ კიდევ უფრო გაიუმჯობესებენ სატურნირო მდგომარეობას.
2. ბაიერნი - კიოლნი ?
მიუნჰენური გიგანტი ჩემპიონთა ლიგის საკმაოდ მძიმე თამაშის შემდეგ დაღლილია და რამდენად მოახერხებენ ხვალინდელი თამაშისათვის ძალების აღდგენას ეგ არავინ იცის. თანაც როგორც წესი "თხები" "ბაიერნთან" როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს გასვლაზე ყოველთვის კარგად თამაშობენ და პრობლემებს უქმნიან "რეკორდმაისტერს". თანაც "კიოლნში" სეზონის წინ გარკვეული ინვესტიცია განხორციელდა და ადრე თუ გვიან ეს გუნდი აუცილებლა... კითხვის გაგრძელება »