პირველი წაგებული თამაშის შემდეგ ”რომას” წაფორხილების უფლება არ აქვს და მითუმეტეს ჯგუფის აშკარა აუტსაიდერ სოფიის ”ცსკა”-სთან. მითუმეტეს ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ რომაელთა მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ძირითადად პრინციპული თამაშების მოგება უჭირს, მეორე ეშელონის გუნდებთან მოგებაში კი იტალიელ სპეციალისტს ბადალი არ ჰყავს.
2) ევროპის ლიგა. ჰამბურგი - ჰაპოელი 1
მართალია ”ჰამბურგისათვის” ამ სეზონში პრიორიტეტული გერმანიის ბუნდესლიგაში წარმატებული გამოსვლაა, მაგრამ არც ევროპის ლიგის გათამაშებაზე მგონია რომ საბოლოოდ აიღონ ხელი. ისრაელის გუნდის სახლში დამარცხება კი საშუალო დონის გუნდებისთვისაც კი არ არის პრობლემა, ბუნდესლიგის ლიდერზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
3) ევროპის ლიგა. შერიფი - ფენერბახჩე 2 (0)
”ფენერბახჩემ” ყველასათვის მოულოდნელად პირველ ტურში ”ტვენტესთან” წააგო საშინაო მატჩი, რაც მეტად იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ”შერიფი” კი ... კითხვის გაგრძელება »
დღეს 1 ოქტომბერს იხსნება პროგნოზისტთა ლიგის ოქტომბრის სეზონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველა მსურველს მიუხედავად იმისა ითამაშა თუ არა პროგნოზისტთა ლიგის წინა სეზონებში. ოქტომბრის სეზონის შედეგად გამოვლენილი 16 საუკეთესო პროგნოზისტი მიიღებს ნოემბერში გასამართი ”პროგნოზისტთა თასის” საგზურს. მონაწილეთა შორის საუკეთესო კი მიიღებს ჩემპიონის ტიტულს და საიტის ექსპერტის სტატუსს!