პარასკევი, 10.09.2010, 23:59
Hello სტუმარი | RSS | Registration | Enter
18 ოქტომბერი. რეკომენდირებული თამაშები | 13:12 |
1) გენჩლერბრლიგი - სივასპორი 2 ფრეზე გაყრით თურქეთის ვიცე-ჩემპიონებს წლევანდელ სეზონში საკმაოდ მძიმე სტარტი გამოუვიდათ. გასვლაზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ჯერ გამარჯვებაც კი არ აქვთ მიღწეული. "გენჩლერთან" დღევანდელ სტუმრებს ტრადიციულად კარგად გამოსდით თამაში და ვფიქრობ სამი ქულის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი ექნებათ. 2) აეკ - პანთრაკიკოსი 1 "აეკ"-ს უკვე საკმაოდ დაუგროვდა მოუგებელი თამაშების სერია და ბოლოადგილოსანთან შინ ჩასატარებელი თამაში მათთვის ალბათ მშვენიერი შანსი იქნება გამარჯვების გემოს გასახსენებლად. 3) სპარტა - ფეინორდი 2 როგორც იქნა "ფეინორდმა" გაიხსენა ძველი დრო და წელს უკვე რეალურად იბრძვის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. მისმა სამივე კონკურენტმა გუშინ თავისი შეხვედრები წარმატებით დაასრულეს და ეხლა ჯერი როტერდამელებზეა. დამატებით ფაქტორად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ რომ ეს გუნდები თანაქალაქელები არიან და მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ნამდვილად მოიძებნება ისეთი თამაშები რომლებშიც დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ასევე საინტერესოა რომ ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში გუშინ ყველა თამაში მასპინძლების გამარჯვებით დამთავრდა და დღეს ბევრ "ერთიანს" აღარ უნდა ველოდეთ. 4) სანდერფიორდი - ლილესტრიომი x2 ნორვეგიის ტიპელიგაში დღევანდელის ჩათვლით სულ რაღაც სამი ტურია დარჩენილი. "ლილესტრიომს" კი ჯერ კიდევ აქვს "შანსი" ფლეიაუთში აღმოჩნდეს, რაც რა თქმა უნდა ნაკლებ სასურველი უნდა იყოს ასეთი დონის გუნდისათვის. მასპინძლებს კი ფაქტობრივად განაღდებული აქვთ დარჩენა და მგონია რომ "ლილეს" გასაწირად არ გაიმეტებენ. გასათვალისწინებელია ისიც რომ დღევანდელ სტუმრებს ბოლო ორ თამაშში საკმაოდ მძიმე მეტოქეები ჰყავთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენა დღეს უნდა გაინაღდონ. 5) ჰაუგესუნდი - ნოტოდენი 1 "ჰაუგესუნდის" ფეხბურთელები ზედა ლიგაში ასასვლელად იბრძვიან და "ნოტოდენთან" თამაში მათთვის დამატებითი შანსი უნდა გახდეს. როგორც წესი მასპინძლები დღევანდელ მეტოქეებს ყოველთვის უგებენ სახლში და მითუმეტეს ესეთ მნიშვნელოვან დროს სამი ქულა აუცილებლად უნდა აიღონ. 6) ჰერფიოლგე - კოპენჰაგენი 2 "კოპენჰაგენმა" ცუდი სტარტის შემდეგ აშკარად გამოასწორა სატურირო მდგომარეობა და დღევანდელი მეტოქეც ვერ უნდა გახდეს მისთვის ხელისშემშლელი. თანაც მეტოქე 7:1 დაამარცხეს პირველი წრის მატჩში რაც ამ გუნდების კლასში უდიდეს განსხვავებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. 7) ჰაიდუკი - შიბენიკი 1 "ჰაიდუკი" გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ აშკარად უკეთ ათამაშდა და ხუთი თამაშია გოლიც კი არ გაუშვიათ. ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ტრადიციულად კარგად თამაშობს სახლში დღევანდელ მეტოქესთან. ჩემის აზრით მიუხედავად იმისა რომ წელს "შიბენიკმა" აშკარა პროგრესი განიცადა, ჩემის აზრით დღეს სპლიტში მაინც უქულოდ დარჩებიან. | |
| კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 339 | დაამატა: Bennington | რეიტინგი: 1.0/1 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |