პროგნოზების არქივი - გაიმარჯვე შენ ფსონთან ერთად
მთავარი » პროგნოზების არქივი
1 2 3 ... 21 22 »

1) ლანსი - ტულუზა 1x

საფრანგეთის ლა ლიგაში წელს დაბრუნებული "ლანსი" საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში ტრადიციულად დამაჯერებლად გამოიყურება. ამ სეზონში შინ ჩატარებული ოთხი თამაშიდან მასპინძლებმა მხოლოდ "ლიონთან" წააგეს და საკმაოდ ძლიერ გუნდებს კი იქით აართვეს ქულები. ამას გარდა "ლანსი" ტრადიციულად ძლიერად ეთამაშება "ტულუზას" როგორც სახლის, ისე გასვლით თამაშებში და ჩემის აზრით საკუთარ კედლებში უქულოდ ნამდვილად არ დარჩებიან.

2) ფიორენტინა - ნაპოლი 1

"ფიორენტინამ" აშკარად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, როგორც სერია "ა"-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში და დღევანდელ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ნეაპოლურ კლუბში კი საკმაოდ სერიოზული არეულობებია სეზონის სტარტიდან მოყოლებული და ფლორენციელ თავდამსხმელებთან გამკლავების ნაკლები შანსი გააჩნიათ.

3) სიენა - იუვენტუსი 2

"ბებერი სინიორას" ფეხბურთელებმა სერია "ა"-ში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ალბათ სწორედ დღეს უნდა შეწყვიტონ. სიენაში გამარჯვება "ბიანკონერისთვის" არასდროს არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას და დღესაც "იუვესგან"... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 198 | დაამატა: Bennington | თარიღი: 25.10.2009 | კომენტარი (0)

1) ჩელსი - ბლექბერნი 1

"ჩელსის" ფეხბურთელებმა პრემიერლიგის ბოლო ტურებში ქულების უხვად ჩამორიგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "ატლეტიკო" გაანადგურეს და დღევანდელ მატჩს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან. "როვერსს" კი "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ყოველთვის უჭირდა და ალბათ წელს როდესაც ეს გუნდი უფრო მეტად დასუსტებულია შანსი არ უნდა ჰქონდეს "არისტოკრატებთან".

2) ლანელი - ქერსიუსი 1

"ლანელი" უკვე გამოჩნდა რომ წელსაც უელსის ჩემპიონობისათვის აპირებს ბრძოლას და სახლში დღევანდელი მეტოქის დონის გუნდებთან ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ. "ქერსიუსს" წელს გასვლაზე მოგება არ აქვს და საეჭვოა ვიცე-ჩემპიონებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.

3) ჰამილტონი - სელტიკი 2

"სელტიკმა" ბოლო ორ ტურში ხუთი ქულა დაკარგა და ეს ცუდი ტრადიცია ჩემის აზრით სწორედ დღეს უნდა დაარღვიონ. გასულ სეზონშიც "ზოლიანებმა" "ჰამილტონს" სამივე შეხვედრა მოუგეს და ალბათ დღეს ზედიზედ მეოთხე შეხვედრას ჩაიწერენ აქტივში.

4) სენტ ეტიენი - ვალანსიენი 1

"სენტ ეტიენი" სახლში ტრადიციულად უგებს "ვალანს... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 209 | დაამატა: Bennington | თარიღი: 24.10.2009 | კომენტარი (0)

1) დებრეცენი - ფიორენტინა 2

"ფიორენტინას" ფეხბურთელებმა კარგად იციან რომ თუ ჯგუფიდან გასვლა სურთ უნგრულ გუნდთან აუცილებლად 6 ქულა უნდა აიღონ. ფლორენციელებმა ფორმაც აკრიფეს უკვე და "დებრეცენის" დამარცხება შეიძლება გაუჭირდეთ კიდეც მაგრამ ვფიქრობ მაინც მოახერხებენ. თანაც დისკვალიფიცკაციის შემდეგ იტალიელებს მუტუ უბრუნდებათ და მუტუ-ჯილას დუეტი მეტოქეს კარგ დღეს არ დააყენებს.

2) ბარსელონა - რუბინი 1

ამ თამაშს დიდი ახსნა ალბათ არ სჭირდება. "ინტერთან" სახლში მოპოვებულმა ფრემ ყაზანელებზე დიდი წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას და ეს დღეს კამპ ნოუზეც კარგად გამოჩნდება.

3) შტუტგარტი - სევილია 1 ფრეზე გაყრით

"სევილიელებს" ექვსი მოთამაშე აკლიათ და ეს გერმანული გუნდისათვის ძალიან კარგი შანსია დაკარგული ქულების ასანაზღაურებლად. "შვაბებმა" შედარებით სუსტ მეტოქეებთან ორი ფრე ითამაშეს და ახლა უკანდასახევი გზა აღარ დარჩათ.

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 214 | დაამატა: Bennington | თარიღი: 20.10.2009 | კომენტარი (2)

1) გენჩლერბრლიგი - სივასპორი 2 ფრეზე გაყრით

თურქეთის ვიცე-ჩემპიონებს წლევანდელ სეზონში საკმაოდ მძიმე სტარტი გამოუვიდათ. გასვლაზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ჯერ გამარჯვებაც კი არ აქვთ მიღწეული. "გენჩლერთან" დღევანდელ სტუმრებს ტრადიციულად კარგად გამოსდით თამაში და ვფიქრობ სამი ქულის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი ექნებათ.

2) აეკ - პანთრაკიკოსი 1

"აეკ"-ს უკვე საკმაოდ დაუგროვდა მოუგებელი თამაშების სერია და ბოლოადგილოსანთან შინ ჩასატარებელი თამაში მათთვის ალბათ მშვენიერი შანსი იქნება გამარჯვების გემოს გასახსენებლად.

3) სპარტა - ფეინორდი 2

როგორც იქნა "ფეინორდმა" გაიხსენა ძველი დრო და წელს უკვე რეალურად იბრძვის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. მისმა სამივე კონკურენტმა გუშინ თავისი შეხვედრები წარმატებით დაასრულეს და ეხლა ჯერი როტერდამელებზეა. დამატებით ფაქტორად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ რომ ეს გუნდები თანაქალაქელები არიან და მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ნამდვილად მოი... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 336 | დაამატა: Bennington | თარიღი: 18.10.2009 | კომენტარი (0)

1) მანჩესტერ იუნაიტედი - ბოლტონი 1

მანჩესტერელებმა წინა ტურში დაკარგული ქულები დღევანდელ შეხვედრაში უნდა აინაზღაურონ. მათი მეტოქე გასვლაზე კარგი თამაშით არ არის გამორჩეული და მითუმეტეს "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისას დიდი შანსები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. ამას გარდა "მანკუნიანელებს" მომავალ ტურში გასვლითი მატჩი ელით "ლივერპულთან" და პრინციპული თამაშის წინ მოგება როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

2) ტრანმერი - ბრაიტონი 1 ფრეზე გაყრით

"ტრანმერის" ფეხბურთელები თავისთვის უჩვეულოდ გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ მდგომარეობა. "ბრაიტონს" სახლში ფაქტიურად ყოველთვის უგებენ და გარდა ამისა მე ვნახე მათი ბოლო შეხვედრა "სტოკპორტის" წინააღმდეგ, რომელშიც მიუხედავად წაგებისა "ტრანმერმა" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა (რა თქმა უნდა ინგლისის პირველი ლიგის ფონზე). ასე რომ ვფიქრობ დღეს მასპინძლები უქულოდ არ დარჩებიან.

3) სენტ ჯონსტონი - გლაზგო რეინჯერსი 2

გლაზგოელებმა ბოლო ორი სტუმრად გამართული მატჩი ვერ მოიგეს და უფრო მეტიც გოლი... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროგნოზების არქივი | ნანახია: 237 | დაამატა: Bennington | თარიღი: 17.10.2009 | კომენტარი (0)